ზღვისეული თეთრგვერდა ყურყუმელა
ზღვისეული
ყურყუმელა
მოიპოვება
ჩრდ. ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ჩრდ. აზიაში, კამჩატკაზე, წყნარი ოკეანის სანპიროზე, იაპონიაში, კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, სპარსეთის სრუტის სანაპიროზე, ჩრდ. ამერიკაში.
საქართველოში
ზღვისეული
ყურყუმელა
მცირე რაოდენობით ცნობილია შავი ზღვის სანაპიროებზე როგორც მოზამთრე ფორმა.
ზღვისეული
მეჭვავია ყურყუმელა ზღვების სანაპიროებსა და ტბების მიდამოებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე. დებს 6 – 9 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 28 დღემდე. საკვებს შეადგენს წყლის მწერები და მათი მატლები, რბილსხეულიანები,
ჭიები, კიბოსნაირნი, წყლის მცენარეთა ფოთლები, ყლორტები, თესლები.
ზღვისეული
ყურყუმელა
წარმოადგენს
სპორტული ნადირობის ობიექტს.
ცნობილია
ზღვისეული
ყურყუმელას
4 ქვესახე,
რომელთაგან
საქართველოში
გვხდება ჩვეულებრივი ზღვისეული ყურყუმელა –
Nyroca marila marila.
წყარო:
monadire.com
|