პარასკევი, 26.04.2024, 21:17მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » ფრინველები

ხოხობი


საქართველოს ფრინველთა ფაუნის ერთერთი ძვირფასი წარმომადგენელია ხოხობი. სილამაზით უფრო მამალი ხოხობი გამოირჩევა, მაგრამ არც დედალს აკლია თავისებური ლაზათი. ხოხობი ბინადრობდა საქართველოს მრავალ ადგილას, მაგრამ დღესდღეობით მისი რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია და ნაკრძალების და სანადირო მეურნეობების გარდა აქაიქღა გვხვდება. ხოხობი ბინადრობს ტყეებში, ჭალებში, ბუჩქნარში, ზოგჯერ მდინარეთა სანაპიროებზე ლერწმითა და ჩალით დაფარულ ადგილებში, სიმინდის ყანებში და ჩაის პლანტაციებშიც. 
ხოხობი ბუდეს იკეთებს მიწაზე, გაზაფხულზე დებს 10-15 კვერცხს. მისი კრუხობა გრძელდება 25 დღეს. ხოხბის გამრავლებას ხელს უშლიან პატარა მტაცებელი ცხოველები როგორებიცაა მელა, ტურა, კვერნა და მისთანები. ხოხობი მთელ მს ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 2001 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ყრუალა


ყრუალა შემოდგომით ტყეში გამავალ პატარა ბილიკებზე გამოდის. ძალიან გულუბრყვილოა და ფრენა არ უყვარს. ამიტომ ძირითადად მიწაზე მჯდომს ესვრიან. 10-15 მეტრის სისწორეზე. ძაღლითაც ნადირობენ ძირითადად სპანიელით. ყრუალა ყრუა მხოლოდ იმ მომენტში როცა ტიკ-ტიკს გააბამს. მაგ დროს შეიძლება გადაადგილება, არ ესმის. როგორც კი მოძახილს მორჩება, სმენა უბრუნდება. მერე ისევ დაიწყებს და შენც უახლოვდები. ყრუალას მოსაპოვებლად იყენებენ 32 კალიბრიან თოფებს, იშვიათად გეკოს. საკვებად ვარგისია.
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1502 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

კულუმბური


ულუმბურის სხეულის სიგრძეა 18-23 სმ. აქვთ მოკლე, მსხვილი და ძლიერი ნისკარტი. აერთიანებს 4 გვარის 9 სახეობას. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ჩვეულებრივი კულუმბურები. ბუდეს იკეთებს ხეზე ტყესა და ბაღში. დებს 4-7 კვერცხს. ბარტყები იჩეკებიან 14 დღეში. იკვებებიან მცენარეულობით (შინდი, ალუბალი, ბალი და სხვა). ბარტყებს პირველად კვებავენ მწერებით, შემდეგ - მცენარეთა თესლებით. საკვებად ვარგისია.
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1546 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ბოლოსადგისა იხვი (კუდსადგისა იხვი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1971 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

გარიელი


გარიელი, ბატისნაირთა რიგის ფრინველია. საშუალო ან დიდი ზომის ფრინველებია. მამალი 1,7 კგ-მდე იწონის, დედალი ცოტა ნაკლებს იწონის, მამალი შავი ფერისაა, დედალი მოშავო-მურა. გვარი გავრცელებულია ჩრდილოეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აზიაში, სამხრეთ ამერიკაში, ყოფილ საბჭოთა კავშირში. შეიცავს 5 სახეობას. ერთი სახეობა შავი გარიელი საქართველოში ბინადრობს ჯავახეთის ტბათა მიდამოებში და იქვე ატარებს ზამთარს. გარიელი ივნისსა და ივლისში მრავლდება. დებს 6-10 კვერცხს. კრუხობს 20 დღემდე.
გარიელის მოსანადირებლად საჭიროა 5-6 ნომერი საფანტი.

კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1256 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

სტვენია-იხვინჯა

ჭახჭახა-იხვინჯა


იხვინჯა


იხვინჯა, იხვისებრთა ოჯახის ფრინველია. მისი სხეულის სიგრძეა 35 სმ, წონა 280-550 გრამს აღწევს. მამალს თავზე თვალიდან კისრამდე ქათქათა თეთრი ზოლი გასდევს. აქვს მოცისფრო ფრთები, მუქი მკერდი. იხვინჯა ბინადრობს ევროპისა და აზიის ზომიერ სარტყელში ბალახით მოფენილ ღია ჭაობებში და ტბების სანაპიროებზე. გადამფრენი ფრინველია.
იზამთრებს ხმელთაშუა ზღვის მიდამოებში, აფრიკასა და აზიის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში გვხვდება მოზამთრედ. იკვებება უმთავრესად მოლუსკებით, წყლის მწერებითა და მათი მატლებით, წყლის კიბოსნაი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1505 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

თვალჭყეტია


თვალჭყეტია წეროსნაირთა რიგის ფრინველია. რიგი ავტორები აერთიანებენ მას მეჭვავისნაირთა რიგში. მისი სიგრძე 45 სმ აღწევს. აქვს ქვიშისფერი ბუმბული, ზურგზე გასწვრივი შავი ზოლებით. გავრცელებულია ევროპაში, შუა და სამხრეთ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ორმოში. დებს 2 იშვიათად 3 კვერცხს. დრუხობს 26 დღე. ღამის ფრინველია. იკვებება მწერებით, ხვლიკებით, წვრილი მღრნელებით.
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1358 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ქოჩორა ჩვამა

დიდი ჩვამა

პატარა ჩვამა


ჩვამა (ბაკლანი)


ჩვამა (ბალკანი)ამ ფრინველლს ხშირად შეხვდებით მდინარე მტკვარზე, ასევე ქალაქის ნაგავსაყრელებზე. მისი 6 ნაირ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 6691 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

პრანწია


პრანწია საშუალო ზომის მენაპირე ფრინველია. ადვილად გამოსაცნობია შავ-თეთრი შეფერილობით, ნოკლე ფეხებითა და გრძელი, ზემოთ აპრეხილი შავი ქოჩორით, რომელიც გამრავლების პერიოდში მამრს გრძელი აქვს ვიდრე მდედრს.
კარგი განათებისას შავი ფერის სხეულის ზედა ნაწილი მომწვანო, მეტალურ ბზინვარებას იძენს. შავი ყელი და მკერდის ზედა ნაწილი კონტრასტს ქმნის თეთრ ლოყებთან და მუცელთან. რომელსაც მონარიჯისფრო კუდის მფარავები მოსდევს. სხეულის სიგრძე 28-31 სმ, ფრთების სიგრძე 70-76 სმ.
ზამთარში ერთიანდება გუნდებად. ბინადრობს უმთავრესად ტენიან მდელოებზე. არა გამრავლების პერიოდში მისი ნახვა მრავალგვარი ტიპის ჰაბიტატებში შეიძლება. საქართველოში მობუდარია.

კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1491 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

მელოტა


მელოტა ლაინისნაირთა ოჯახის წარმომადგენელია, იგი უმთავრესად იმ ტბებზე, მდინარეებსა და საგუბრებში ბინადრობს, რომელთა ნაპირები ლელით, ლერწმითა და სხვა მცენარეებითაა დაფარული.
მელოტა ყოველგვარი ცხოველური და მცენარეული საკვებით იკვებება, წყალში ჩაყურყულავებულ მელოტას იქ ხანგრძლივად ყოფნა შეუძლია.
მელოტა დებს 6-15 კვერცხს, ბარტყების გამოჩეკას 20-21 დღე სჭირდება. ბარტყები გამოჩეკის თანავე წყალში შედიან და ორივე მშობლის ხელმძღვანელობით სწავლობენ ცურვას, ყვინთვას და საკვების მოპოვებას.
მელოტას მოსაპოვებლად საჭიროა 6-7 ნომერი საფანტი.

კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1779 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 6 7 8 »
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი