პარასკევი, 29.03.2024, 11:26მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » მასალის არქივი

კულუმბური


ულუმბურის სხეულის სიგრძეა 18-23 სმ. აქვთ მოკლე, მსხვილი და ძლიერი ნისკარტი. აერთიანებს 4 გვარის 9 სახეობას. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ჩვეულებრივი კულუმბურები. ბუდეს იკეთებს ხეზე ტყესა და ბაღში. დებს 4-7 კვერცხს. ბარტყები იჩეკებიან 14 დღეში. იკვებებიან მცენარეულობით (შინდი, ალუბალი, ბალი და სხვა). ბარტყებს პირველად კვებავენ მწერებით, შემდეგ - მცენარეთა თესლებით. საკვებად ვარგისია.
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1537 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ბოლოსადგისა იხვი (კუდსადგისა იხვი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1952 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

გარიელი


გარიელი, ბატისნაირთა რიგის ფრინველია. საშუალო ან დიდი ზომის ფრინველებია. მამალი 1,7 კგ-მდე იწონის, დედალი ცოტა ნაკლებს იწონის, მამალი შავი ფერისაა, დედალი მოშავო-მურა. გვარი გავრცელებულია ჩრდილოეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აზიაში, სამხრეთ ამერიკაში, ყოფილ საბჭოთა კავშირში. შეიცავს 5 სახეობას. ერთი სახეობა შავი გარიელი საქართველოში ბინადრობს ჯავახეთის ტბათა მიდამოებში და იქვე ატარებს ზამთარს. გარიელი ივნისსა და ივლისში მრავლდება. დებს 6-10 კვერცხს. კრუხობს 20 დღემდე.
გარიელის მოსანადირებლად საჭიროა 5-6 ნომერი საფანტი.

კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1243 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

სტვენია-იხვინჯა

ჭახჭახა-იხვინჯა


იხვინჯა


იხვინჯა, იხვისებრთა ოჯახის ფრინველია. მისი სხეულის სიგრძეა 35 სმ, წონა 280-550 გრამს აღწევს. მამალს თავზე თვალიდან კისრამდე ქათქათა თეთრი ზოლი გასდევს. აქვს მოცისფრო ფრთები, მუქი მკერდი. იხვინჯა ბინადრობს ევროპისა და აზიის ზომიერ სარტყელში ბალახით მოფენილ ღია ჭაობებში და ტბების სანაპიროებზე. გადამფრენი ფრინველია.
იზამთრებს ხმელთაშუა ზღვის მიდამოებში, აფრიკასა და აზიის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში გვხვდება მოზამთრედ. იკვებება უმთავრესად მოლუსკებით, წყლის მწერებითა და მათი მატლებით, წყლის კიბოსნაი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1494 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

თვალჭყეტია


თვალჭყეტია წეროსნაირთა რიგის ფრინველია. რიგი ავტორები აერთიანებენ მას მეჭვავისნაირთა რიგში. მისი სიგრძე 45 სმ აღწევს. აქვს ქვიშისფერი ბუმბული, ზურგზე გასწვრივი შავი ზოლებით. გავრცელებულია ევროპაში, შუა და სამხრეთ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ორმოში. დებს 2 იშვიათად 3 კვერცხს. დრუხობს 26 დღე. ღამის ფრინველია. იკვებება მწერებით, ხვლიკებით, წვრილი მღრნელებით.
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1344 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ქოჩორა ჩვამა

დიდი ჩვამა

პატარა ჩვამა


ჩვამა (ბაკლანი)


ჩვამა (ბალკანი)ამ ფრინველლს ხშირად შეხვდებით მდინარე მტკვარზე, ასევე ქალაქის ნაგავსაყრელებზე. მისი 6 ნაირ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 6653 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

პრანწია


პრანწია საშუალო ზომის მენაპირე ფრინველია. ადვილად გამოსაცნობია შავ-თეთრი შეფერილობით, ნოკლე ფეხებითა და გრძელი, ზემოთ აპრეხილი შავი ქოჩორით, რომელიც გამრავლების პერიოდში მამრს გრძელი აქვს ვიდრე მდედრს.
კარგი განათებისას შავი ფერის სხეულის ზედა ნაწილი მომწვანო, მეტალურ ბზინვარებას იძენს. შავი ყელი და მკერდის ზედა ნაწილი კონტრასტს ქმნის თეთრ ლოყებთან და მუცელთან. რომელსაც მონარიჯისფრო კუდის მფარავები მოსდევს. სხეულის სიგრძე 28-31 სმ, ფრთების სიგრძე 70-76 სმ.
ზამთარში ერთიანდება გუნდებად. ბინადრობს უმთავრესად ტენიან მდელოებზე. არა გამრავლების პერიოდში მისი ნახვა მრავალგვარი ტიპის ჰაბიტატებში შეიძლება. საქართველოში მობუდარია.

კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1481 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

მელოტა


მელოტა ლაინისნაირთა ოჯახის წარმომადგენელია, იგი უმთავრესად იმ ტბებზე, მდინარეებსა და საგუბრებში ბინადრობს, რომელთა ნაპირები ლელით, ლერწმითა და სხვა მცენარეებითაა დაფარული.
მელოტა ყოველგვარი ცხოველური და მცენარეული საკვებით იკვებება, წყალში ჩაყურყულავებულ მელოტას იქ ხანგრძლივად ყოფნა შეუძლია.
მელოტა დებს 6-15 კვერცხს, ბარტყების გამოჩეკას 20-21 დღე სჭირდება. ბარტყები გამოჩეკის თანავე წყალში შედიან და ორივე მშობლის ხელმძღვანელობით სწავლობენ ცურვას, ყვინთვას და საკვების მოპოვებას.
მელოტას მოსაპოვებლად საჭიროა 6-7 ნომერი საფანტი.

კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1764 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ჟრუნი


ჟრუნი როჭოების ოჯახის შედარებით მომცრო წარმომადგენელია, მისი წონა 400-450 გრამს არ აღემატება. ყველაზე მაქსიმალურ წონას იკრებს ზამთრის დასაწყისისათვის. სქესთა შორის განსხვავება შეუმჩნეველია. მისი სეფერილობა ნაცრისფერ-მურაა, მხოლოდ გვერდებზე დაყვება შედარებით მწითური ფერი. მამრ ჟრუნს შედარებით შავი ყელი აქვს და თავზე მახასიათებელი ქოჩორით გამოირჩევა, ნისკარტი ნაცრისფერ-შავი აქვს, ფეხები უფრო მურა.
ჟრუნი ტყის ფრინველია და ხშირ ტყეში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფი მანევრირებით გამოირჩევა ფრენისას, მისთვის დამახასიატებელი როგორც ხიდან ასევე მიწიდან აფრენა. ის ძირითადად ტყის ადგილობრივ და მუდმივ და მუდმივ მცხოვრებლად ითვლება, მხოლოდ მაშინ როცა საკვების ნაკლებობას განიცდის და ღრმა თო ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1729 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (1)

ხონთრის ქათამი


ხონთრის ქათამი არის ტიპიური დაჭაობებული ნიადაგის მკვიდრი, საქართველოში არ ბუდობს და გამოჩნდა მხოლოდ გადაფრენისას მცირე რაოდენობით. საკმაოდ დიდი ზომის ფრინველია და ზომით (შედარებისათვის) აღემატება მელოტას. შეფერილობა აქვს ლურჯ-მწვანე და იისფერ ფერში გადადის. აქვს დიდი ზომის წითელი ფეხები და მასიური მელოტას მსგავსი თავი აგრეთვე წითელი ფერის. მამალი დიდია დედალზე. ბუდეს იკეთებს ჭაობებში და ლელქაშიანში ტბების ნაპირებზე, მონოგამური ფრინველია, ერთად ზრდიან და ბარტყებზ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1860 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 42 43 44 45 46 47 »
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი