შაბათი, 20.04.2024, 10:38მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » მასალის არქივი

გვიძინი


გვიძინი ტანით ქედანზე მცირე ზომისაა. სხეულის მოყვანილობით ის ქედანს ჰგავს, ხოლო ბუმბულის შეფერილობით მისგან ოდნავ განსხვავდება.
საქართველოში გვიძინი უფრო ქედნის სახელწოდებითაა ცნობილი. იგი ტყეში ცხოვრობს, უყვარს ფოთლოვანი და შერეული ტყეები, ფუღუროვანი ხეებით მდიდარი ბაღები და პარკები.
გვიძინის მოსაპოვებლად საჭიროა 3-4-5 ნომერი საფანტი.

კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1350 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (1)

ვეჟანი მტრედი



ვეჟანი მტრედი მცირე ზომისაა. მას ტყე არ უყვარს და ბინადრობს მინდვრებსა და კლდოვან ადგილებში. გვხვდება დიდ გუნდებად და ბუდობასაც წესითვე კლდეების ნაპრალებში ატარებს.
გაზაფხულის დასაწყისში ვეჟანი მტრედები დაწყვილებას იწყებენ. მამალი დიდი სინაზით და ტკბილი ღუღუნით დასტრიალებს დედალს. ბუდეზე ჯდომაში მამალიც მონაცვლეობს. ბარტყები 16-19 დღის შემდეგ იჩეკებიან, რომლებიც ერთ თვეში ფრენას სწავლობენ, მათი მშობლები კი ამ დროს ახალ ბუდობას იწყებენ.
ვეჟანი მტრედის მოსაპოვებ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1382 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ქედანი


მტრედისნაირთა სახეობის საერთო რიცხვი 400-მდე აღწევსმ აქედან საქართველოს ტერიტორიაზე ოთხი სახეობა გვხვდება ქედანი, ვეჟანი მტრედი, გვიძინი და გვრიტი. ქედანი ტანით ყველა მტრედისნაირზე დიდია. იგი მხოლოდ შერეულ ტყეში, ზოგჯერ კი დიდ ბაღებში ცხოვრობს, მეტად ფრთხილი და მშიშარაა. იკვებება წიწვიანი ხეების თესლით, რკოთი სხვადასხვა ნაყოფით.
ქედნები ადრე გაზაფხულზე წყვილდებიან, ბუდეს ხის ტოტებზე იკეთებენ, ზოგჯერ კი კაჭკაჭის, ყვავის და სხვა ფრინველის ძველ ბუდეებს იკავებენ. ქედანი 2 კვერცხს დებს, რომლებზეც მშობლები 15 დღეს რიგრიგობით სხედან.
ქედანის მოსაპოვებლად საჭიროა 3-4-5 ნომერი საფანტი.

კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 3433 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ღალღა


ღალღა საინისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, იგი გადამფრენი ფრინველია. ეს თვალით იშვიათად სანახავი ფრთოსანია, რომლის ხმა ხშირად ღამითაც ისმის, ძლიერ ცუდად ფრინავს,ძალიან ჩქარა დარბის და კარგად გამოცდილი უნდა იყოს მონადირე ძაღლი რომ იგი ააფრინოს.
გაზაფხულზე ჩვენში ღალღა აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში ჩნდება შემდეგ მალე წყვილდებიან და ხმელი ბალახებისა და მათი ღეროებისაგან მაღალ ბალახეულში მშრალ ადგილას იწყებენ ბუდის გაკეთებას. ღალღა 12 კვერცხს დებს.
ღალღის საკვებია ყოველგვარი მწერი, ჭიაღუა, ობობები და ლოკოკინები, ხოლო ზაფხულის ბოლოს პურეულისა და ბალახეულის მარცვლები. აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის პირველ ნახევარში ღალღები სამხრეთისაკენ მიისწრაფვიან ნაწილობრივ გადაფრენით, მე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 3875 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

დედალი სარსარაკი

მამალი სარსარაკი

სარსარაკი


სარსარაკი ლაინისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, ჩვენში იგი მხოლოდ ზამთარში მოდის და გუნდების სახით გვხვდება შირაქის ტრამალებზე. მდინარე ივრისა და ალაზნის ირგვლივ ველების ნახევრად უდაბურ ადგილებში, აგრეთვე მცირე რაოდენობით მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში.
საქართველოში სარსარაკზე ნადირობა ნებადართულია დეკემბრიდან თებერვლამდე. ერთ ნადირობაზე, მისი ხანგრძლივობისაგან დამოუკიდებლად მონადირემ შეიძლება მოიპოვოს არა უმეტეს ხუთი სარსარაკისა.
სარსარაკის მოსაპოვებლად საჭიროა 6 ნომერი საფანტი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 3284 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

სავათი


სავათი ლაინისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, იგი ჩვენში მხოლოდ ზამთრობს. სავათების გადაფრენა დეკემბრიდან იწყება და თებერვლამდე გრძელდება. სავათი ჩვენში საკმაოდ ბევრია შირაქის ველზე და მდინარე ივრისა და ალაზნის ირგვლივ მყოფი ველების ნახევრად უდაბურ ადგილებში, ხოლო მცირე რაოდენობითაა მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში, აგრეთვე მდინარე რიონის დაბლობის ზოგიერთ ადგილებში.
სავათზე ნადირობა შეიძლება დეკემბრიდან თებერვლამდე. ერთი ნადირობის დროს, მიუხედავად მისი ხანგრძლივობისა, ნებადართულია მხოლოდ ერთი სავათის მოპოვება.
სავათის მოსაპოვებლად საჭიროა 3-4-5 ნომერი საფანტი ან ფინდიხის გამოყენება.

კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1440 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

იხვი


იხვი საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება სხვადასხვა სახის (გარეული, რუხი, ბოლოსადგისა, კოკორინა და სხვა). თითქმის ყველა ისინი გადამფრენი არიან, მხოლოდ გარეული იხვი ნაწილობრივად ბუდობს საქართველოს ზოგიერთი მდინარის, ტბისა და ჭაობის ნაპირებზე, მაგალითად: ჯავახეთის ტბებზე ახალ ქალაქისა და ბოგდანოვკის რაიონებში.
ზემოთ აღნიშნული იხვებიდან ყველაზე მეტი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს გემრიელი ხორცის იხვს_გარეულ იხვისა და კოკროჭინა იხვის ორ სახეს, იხვინჯა_კოკროჭინას და იხვინჯა_ევროაზიულს.
იხვებზე ნადირობა ხდება მდინარეებისა და საერთოდ, წყალსატებების ნაპირებზე გავლით ამგვარი ნადირობა განსაკუთრებით წარმატებულია ტყალსატევებიდან ან ნანადირევის გამომტანი ძაღლის გამოყენებით. ყველაზე უფრო გამო ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 3446 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ტყის ქათამი


ტყის ქათამი თავისი გემრიელი ხორცით მიმზიდველია მონადირისათვის. იგი გადამფრენი ფრინველია. საგაზაფხულო გადაფრენა ჩვეულებრივ მარტის შუა რიცხვებში იწყება და ერთ თვეზე მეტს ხანს გრძელდება, საშემოდგომო გადაფრენა კი სექტემბრის ბოლოს იწყება და ორ თვემდე გრძელდება. ჩვენში ტყის ქათამი არ ბუდობს. როგორც გამონაკლისი, აღწერილია მისი ბუდობა ბორჯომის ტყიან მასივში. 
თავის სამშობლოში ევროპასა და აზიის ჩრდილოეთის ტყიან შუა ზონაში, ტყის ქათამი ჩვეულებრივად 4 კვერცხს დებს. ბარტყებ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 2230 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

კაკაბი


კაკაბი დამახასიათებელია განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოსათვის. მისი საყვარელი საცხოვრებელი ადგილებია უტყეო, კლდიანი და ძეძვით დაფარული გორაკები, თუმცა შეხვედრა შესაძლებელია ბარშიც, განსაკუთრებით ზამთარში, როცა მთები თოვლითაა დაფარული. კაკბის ვერტიკალური გავრცელება ზღვის დობიდან 1200 მერტს და ზოგჯერ მეტსაც აღწევს.
გაზაფხულზე კაკბის გუნდები იშლებიან და იწყება დაწყვილება. დედალი 8-14 კვერცხს დებს, კრუხობაში მამალი დედალს ცოტათი ეშველება, ბუდის ახლოს სადარაჯოზე დგას. გამოჩეკვას 24-26 დღე სჭირდება. ბარტყების გამოჩეკვის შემდეგ ორივე მშობელი დიდი მზრუნველობით უვლის შვილებს. ზაფხულის დამლევს და შემოდგომის დასაწყისში კაკბების გუნდები ერთიანდებიან და ასე ატარებენ ზამთარს.
კაკბ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 5906 | დაამატა: gio | თარიღი: 27.02.2011 | კომენტარი (0)

გნოლი


გნოლი დამუშავებულ მინდვრებში ან გაშლილ ველებში ბუდობს. მისი საყვარელი ადგილებია წარაფიანი ტყისპირი, ბუჩქნარი. იგი ტყეს თავს არიდებს, სამხრეთში გნოლი დაჭაობებულ ადგილებშიც გვხვდება, ოღონდ იქ ბუჩქნარი იყოს.
განსაკუთრებით ბევრი გნოლი ბუდობდა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. გნოლის სიმრავლით განთქმული იყო სიღნაღის რაიონი, კაჭრეთის, ნუკრიანის, მელაანის, დაცული ტყის, მიშმიშის, საქათმის ხევის, შირაქისა და ყარაღაჯის მიდამოები.
გნოლის დიდი გუნდები გვხვდებოდა აგრეთვე ქართლშიც, მცხეთის, დუშეთის, კასპის, ქარელისა და გორის რაიონებშიც. გნოლს ძალიან უყვარს თავისი საბინადრო გარემო და იშვიათად ტოვებს მას, მისი ბარტყებიც კი დიდხანს რჩებ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 2940 | დაამატა: gio | თარიღი: 27.02.2011 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 44 45 46 47 »
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი