ხუთშაბათი, 16.05.2024, 10:27მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 428
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » მასალის არქივი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში. იგი 1995 წელს შეიქმნა, ოფიციალურად კი 2001 წელს გაიხსნა. ფართობის მიხედვით ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა. 2007 წელს ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელის – PAN Pარკ-ის წევრი გახდა, რაც დაცული ტერიტორიის უმაღლეს დონეზე დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების გარანტია. 
გეოლოგიურად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემას ეკუთვნის და აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის ცენტრალურ ქვეზონას მოიცავს. რაიონი ძირითადად აგებულია ეგრეთ წოდებული ბორჯომის ფლიშით - ქვედა ეოცენური ნალექებით: მერგელოვანი თიხები, მერგე ლები, კირქვიანი ქვიშაქვები და მერგელ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 2353 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ბაწარა-ბაბანეულის ნაკრძალი

ბაწარა-ბაბანეულის ნაკრძალი და ილტოს აღკვეთილი დღევანდელი სახით შეიქმნა 2003 წლის კანონით „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტეტიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ".
ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები 3 დამოუკიდებელი ერთეულისაგან შედგება: ბაწარის (3042 ჰა) და ბაბანეურის (770 ჰა) ნაკრძალებისა და ილტოს აღკვეთილისგან (5273 ჰა) შედგება. სამივე დაცული ტერიტორია კახეთში, ახმეტის რაიონში მდებარეობს, თბილისიდან 170 კმ დაშორებით.
ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი მდ. ალაზნის მარჯვენა შენაკადის, ბაწარას ხეობაში მდებარეობს, პანკისის ხეობის სიახლოვეს. ბაბანეურის ნაკრძალი ახმეტის რაიონის აღმოსავლეთ ნაწილშია და ბაწარის ნაკრძალიდან 45კმ-ით არის დაშორებული. აღმოსავლეთ კავკასიონის მთისწინეთი, რომელზეც ბაბანეურის ნაკრძალია განლაგებული სოფლების – ალვანის, ბაბანეურის და ლალისყურის სიახლოვეს მდებარეობს.
ილტოს აღკვეთი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 1978 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ბირთვისი

ალგეთის ეროვნული პარკი

ალგეთის ეროვნული პარკი ისტორიულ ქვემო ქართლში მდებარეობს, თეთრიწყაროს რაიონში, ქ. თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით. იგი მოიცავს მდინარე ალგეთის ხეობაში თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებს და ზღვის დონიდან 1100-1950 მ სიმაღლეზე მდებარეობს. უმაღლესი წერტილია კლდეკარი (2000მ).
ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1965 წელს, აღმოსავლური ნაძვის და კავკასიური სოჭის უკიდურესი აღმოსავლეთის საზღვრის დაცვის მიზნით. 2007 წელს ალგეთს მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი.
ალგეთის ეროვნული პარკს ახასიათებს ძლიერ მთაგორიანი რელიეფი, რომელიც მრავალრიცხოვანი პატარა მდინარეებითა და ხევებითაა დაღარული. ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ალგეთი, თავისი მრავალრიცხოვანი პატარა შენაკადებით და ხევებით.
ალგეთის ეროვნული პარკი ვულკანური და დანალექი ქანებითაა აგებული. ეროვნული ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 2358 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

აჯამეთის დაცული ტერიტორია

აჯამეთის აღკვეთილი თბილისიდან 265 კმ-ის, ხოლო ქუთაისიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ბაღდათის რაიონში, რიონის ვაკეზე და შედგება აჯამეთის, ვარციხის და სვირის უბნებისგან. აღკვეთილის საერთო ფართობი 4848 ჰექტარია, რომლის 4738 ჰექტარი ტყითაა დაფარული. აღკვეთილის ტერიტორია აღმოსავლეთიდან დასავლეთით დაახლოებით 13 კილომეტრზეა გადაჭიმული, მისი საშუალო სიგანე 3კმ, ყველაზე ფართო ადგილას 5 კმ-ია. აღკვეთილის ტერიტორია აგებულია მიოცენის, ოლიგოცენის და ეოცენის ასაკის ნალექებით. აგრეთვე, აღკვეთილში გვხვდება ტბიურ-ალუვიური წარმოშობის მეოთხეული ასაკის მკვრივი და ბლანტი თიხები.
დღევანდელი სახით აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი 1946 წელს ჩამოყალიბდა და მისი შექმნის მიზანი იშვიათი რელიქტების იმერეთის მუხის და ძელქვის შენარჩუნება იყო.
აჯამეთის ტყის უნიკალურობა იმათი მდგომარეობს, რომ კოლხეთის დაბლობზე ეს თითქმის ერთადერთი ადგილია, სადაც სუბტროპიკული შ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 1615 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ლიახვის დაცული ტერიტორია

ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს ცხინვალის რაიონის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. პატარა ლიახვის ხეობის ზემო წელში. ნაკრძალის მეტი წილი (6388 ჰექტარიდან - 5386 ჰა) ტყეებს უჭირავს. მისი მცირე ნაწილი კი ალპურ საძოვრებს, კლდეებსა და ნაშალებს. ისტორიულად ტერიტორია, სადაც ნაკრძალი მდებარეობს ხან შიდა ქართლად, ხან დვალეთად და ხანაც სამაჩაბლოდ მოიხსენიება. 
სამხრეთ ოსეთი ორი კლიმატური ზონის – სუბტროპიკულის და კონტინენტურის საზღვარზე მდებარეობს. ნაკრძალის ტერიტორიის ჰავას კონტინენტური უფრო ეთქმის. რადგან თავად ნაკრძალის სიმაღლე არა ერთგვაროვნია, წლიური ტემპერატურაც და მაღლა მთაში ბევრად განსხვავებულია. მთის წინეთში, რომელიც ნაკრძალის ყველაზე დაბალ წერტილს წარმოადგენს, წელიწადის მანძილზე დაახლოებით 179 უყინვო დღეა დაფიქსირებული, ხოლო მაღალმთაში - 112 დღე. ლიახვის ნაკრძალის გეოლოგიურ აგებულებაში იურული, ცარცული, მესამეული და მეოთხეული ნალ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 1653 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ყაზბეგის ეროვნული პარკი

ყაზბეგის ეროვნული პარკი კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევში მდებარეობს. ყაზბეგის დაცული ტერიტორიები წყვეტილი ტერიტორიებისგან შედგება და მისი საერთო ფართობი 8707 ჰექტარია. ყაზბეგის ეროვნული პარკი მთლიანად მაღალმთიანია. მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1400 მეტრზეა. 
ყაზბეგის ეროვნული პარკი მთავარი კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებზე, მდინარე თერგის აუზშია განლაგებული ყაზბეგის რაიონში (ხევში); მისი ტერიტორიის ქვედა ნიშნული ზ.დ-დან 1400 მ სიმაღლეზეა, ხოლო ზედა 3300-4100 მ ფარგლებშია მოქცეული. ყაზბეგის ეროვნული პარკის შექმნა ემსახურება მაღალი მთის ეკოსისტემების დაცვას.
მისი რელიეფი რთულია, მთაგორიანი და ძლიერ დანაწევრებული. ყაზბეგის ეროვნული პარკი, ისევე როგორც მთელი ხევი, აგებულია ქვედალიასური ასაკის ბა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 2121 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ლაგოდეხის ჩანჩქერი

ლაგოდეხის ნაკრძალი


ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმსავლეთ ნაწილში, ლაგოდეხის რაიონში მდებარეობს. იგი მოიცავს ლაგოდეხის ნაკრძალს და აღკვეთილს, განფენილია დიდი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე. დაცული ტერიტორიის სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მეტრამდე მერყეობს.
ლაგოდეხი საკმაოდ მდიდარი რაიონია. აქაური ნიადაგი ზომიერად ტენიანი სუბტროპიკული კლიმატით ხასიათდება. ლაგოდეხის ნაკრძალი ძალიან წყალუხვია. ნინოსხევი, შრომისხევი, ლაგოდეხისწყალი და მაწიმისწყალი ის მთავარი მდინარეებია, რომლებიც სათავეს მაღალ მთაში იღებს, ისინი ქმნიან უამრავ წყალვარდნილსა და ჩანჩქერს, რომლ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 2288 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

კოლხეთის ეროვნული პარკი

პალიასტომი

პალიასტომი


კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქარათველოში. იგი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს. პარკი შექმნილია კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და გადარჩენის მიზნით. 
კოლხეთის დაბლობი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში პირველად 1996 წელს მოექცა, როდესაც საქართველო საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით – წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ არსებულ რამსარის კონვენციას შეუერთდა. 2000 წლიდან კოლხეთის ეროვნულმა პარკმა სრულმასშტაბიანი ფუნქციონირება დაიწყო. კოლხეთის ეროვნულ პარკი არ არის მონოლითური წარმონაქმნი და ის წყვეტილი ტერიტორიებ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 2961 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ვაშლოვანის სტეპი

ვაშლოვანის უდაბნო

ვაშლოვანის ნახევარუდაბნო

ვაშლოვანის არიდული ტყე


ვაშლოვანის ნაკრძალი


ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი, კომპლექსურ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სანადირო ადგილები | ნანახია: 3004 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

კურდღელი


კურდღელი საშუალო ზომის ცხოველია, მისი წონა საშუალოდ 4-5 კგ-ს აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წელია. სქესობრივ სიმწიფეს კურდღელი ერთი წლის ასაკში აღწევს, მაკეობს ძირითადად წელიწადში ორჯერ, მაგრამ არის შემთხვევები და განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში როდესაც მაკეობას ოთხჯერაც ასწრებს. ბადებს 2-3 თვალახელილ და ბანლით შემოსილ ბაჭიას. კურდღელს მუდმივი საცხოვრებელი ანუ სორო არ გააჩნია, იგი ბაჭიებს წყნარ და უსაფრთხო ადგილზე თოვებს და ხშირ-ხშირად აკითხავს მათ გამოსაკვებად. ბაჭიები დამოუკიდებელ ცხოვრებას თითქმის თვე-ნახევარში იწყებენ. კურდღელი ღამის ცხოველია, იგი საჭმელად ღამე გამოდის და იწყებს საკვების მოპოვებას, ვინაიდან მას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ერთი საბინადრო ადგილი არ გაა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 1807 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 36 37 38 39 40 ... 46 47 »
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი