ხუთშაბათი, 16.05.2024, 07:59მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 428
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » მასალის არქივი

მელა


მელა ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. საშუალო სიდიდის ნადირია. სხეულის სიგრძე 90 სმ, კუდის 40-60 სმ, წონა 10 კგ. დინგი წაგრძელებულია, ყურები გრძელი და სამკუთხისებრი. ბეწვი ხშირი და რბილია, ბეწვის შეფერილობა ქარცისფერია, მკერდსა და მუცელზე თეთრი, კუდის ბოლო ჩვეულებრივ თეთრი. ზოგჯერ შეინიშნება მელანიზმი. საქართველოს მთის რაიონებში გვხვდება მუქი-რუხი ფერის მელიები.
ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, აზიასა და ჩრდილო ამერიკაში. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან 4000მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
ბინადრობს ტყეებში, ბუჩქნარებში, ველებზე. ბუნაგს იკეთებს კლდის ნაპრალებში ან სხვა ცხოველების მიერ მიტოვებულ სოროებში. საკვებს შეადგენენ, წვრილი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 1671 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

მგელი


მგელი ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. საქართველოში გავრცელებულია კავკასიური მგელი. სხეულის სიგრძე 105-160 სმ, კუდის 35-52 სმ. მამრები უფრო დიდია ვიდრე მდედრები, მამრების სხეულის წონა 34-65 კგ. მდერდების 30-42 კგ. ბეწვი უხეშია, მურა-რუხი, ხოლო გვერდებზე და მუცელზე უფრო ბაცი. ბეწვის შეფერილობის სეზონი ცვალებადობა უმნიშვნელობა.
გავრცელებულია. ევროპა, აზია. ჩრდილო ამერიკა. დასავლეთ ევროპის მრავალ ადგილას მოსპობილია. საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება ყველგან, 3000მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
ბინადრობს ტყეებში, ბუჩქნარებში, ველებზე და ალპურ ზონაში, ძალიან მოზრდილი ცხოველია. ზამთრობით მგლების უმრავლესობა თავს იყრის სასოფლო-სამეურნეო პირუტყვის სადგომების ახლოს, ხოლო გაზაფხულზე ადგილ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 2649 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

მაჩვი


მაჩვი კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. საქართველოში ბინადრობს ქვესახეობა ამიერკავკასიური მაჩვი. სხეულის სიგრძე აღწევს 1 მეტრს, კუდის 16-20 სმ, ცოცხალი წონა 10-20 კგ, შემოდგომით ცხიმის დაგროვების გამო იწონის მეტს. სხეული უხეშია, წინა ნაწილში წავიწროვებულია გრძელი მსხვილი ბრტყელი ბრჭყალებით, რომლებიც მომარჯვებულია მიწის სათხრელად. ბეწვი უხეში, ზურგზე ფაცახის სიგრძე 10 სმ-მდეა, თივთიკი გააჩნია მხოლოდ ზამთარში. სხეულის შეფერილობა რუხია, ზურგზე და მკერდზე მურა-შავი. თავის ორივე მხარეს შავი ზოლია, რომლებიც გრძელდება თვალზე გავლით ყურის მიმართულებით.
გავრცელებულია: თითქმის მთელი ევროპა (მისი ჩრდილოეთი ნაწილის გარდა) და აზიის უმეტესი ნაწილი. საქართველოში ველისა და ტყის ზონებში, ზოგჯ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 3527 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ყვითელგულა კვერნა


ყვითელგულა კვერნა, კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. სხეულის სიგრძე 42-56 სმ, კუდის 22-26 სმ, სხეულის ზომითა და წონით მამრები უფრო დიდია, ვიდრე მდედრები. შეფერილობა მუქი წაბლისფერიდან მუქ მურამდე, კუდი და კიდურები უფრო მუქია. ყველაზე დიდი მოყვითალო ხალია, თათების ლაჩები დაფარულია ხშირი ბეწვით.
გავრცელებულია, ევროპა, კავკასია, დასდავლეთი ციმბირი, საქართველოში დიდი და მცირე კავკასიონის ტყეებში, უფრო ხშირად გვხვდება ტყის შუა ზონის ტყეებში 1000-2000მ სიმაღლ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 2404 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ტურა



ტურა ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. სხეულის სიგრძეა 68-104 სმ, კუდი 22-27 სმ, წონა 6-16 კგ. სხეულის ზომით მდედრები არ ჩამოუვარდებიან მამრებს. ბეწვი უხეშია, ქარცი-რუხი. ზურგზე მუქი გასწვრივი ზოლი, ზაფხულობით უფრო ბაცია, ვიდრე ზამთარში.
გავრცელებულია, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ჩრდილო აფრიკაში, მცირე აზიაში, კავკასია, შუა აზია ინდოეთამდე. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან 1000მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
ბინადრობს ჭალისა და მთის ძირების ტყეებში, ბუჩქნარებში და წყალსატევების ახლოს ლერწმიანში. არ ერიდება დასახლებულ ადგილების სიახლოვეს. ბუნაგს იკეთებს ნაირგვარ ბუნებრივ თავშესაფარში, კლდის ნაპრალებში, ზედაპირის ჩაღრმავებულ ადგილებში, ხეების ფეს ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 2595 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)


არჩვი (ფსიტი)


არჩვი (ფსიტი ), ჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. სხეულის სიმაღლე მინდაოში 65-70 სმ, მენჯთან 75-85 სმ. წონა 40 კგ-მე. მაღალი მთების ჩლიქოსანია. იგი უფრო ქვედა ზონაში, ზღვის დონიდან 1500-2000 მეტრის სიმ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 3035 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

დასავლეთ კავკასიური ჯიხვი


დასავლეთკავკასიური ჯიხვის კავკასიის ენდემია, მისი არეალი მოიცავს დასავლეთ კავკასიონს-მთა შხარადან მის უკიდურეს წერტილამდე. გავრცელებულია სვანეთში, შესაძლებელია შემორჩენილი იყოს რაჭაში (სვანეთის საზღვართან) და აფხაზეთში (რიწის ნაკრძალი).ძირითად ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 2649 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი


ეკუთვნის ღრურქიანების ოჯახს და თხების გვარს. დიდი კავკასიონის ენდემია. ჯიხვების სისტემატიკა დღემდე დამუშავებული არ არის, ამ საკითხში მეცნიერთა აზრთა სხვაობაა. უფრო სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ, რომ არსებობს ჯიხვის ერთი პოლიმორფული სახეობა, რომელ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 2739 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

კეთილშობილი ირემი


კეთილშობილი ირემი, წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 240 სმ აღწევს, წონა 300 კგ. რქიანი მხოლოდ ხარია. აქვს გრძელი და წვრილი ფეხები, მოკლე კუდი, დიდი და ოვალური ყურები. ნუკრები ხალებიანი არიან, მოზრდილებს კი ხალები ნაკლებად ემჩნევათ. გავრცელებულია ევროპაში (გარდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილისა), მცირე, შუა, ცენტრალური და აღმოსავლე აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ სარტყელში. იკვებება მცენარეულობით. აქტიურია როგორც დღისით, ისე ღამით. დიდ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 1618 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ნუტრია


ნუტრია, ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. მისი მასა 12 კფ-ს აღწევს. აქვს მომრგვალო, გრძელვიბრისებიანი ცხვირი. უკანა კიდურების თითები აპკითაა შეერთებული. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელში. საქართველოში შემოყვანილია 1932 წელს და ამჟამად გვხვდება აფხაზეთიდან ქობულეთამდე, აღმოსავლეთით კი ზესტაფონის რაიონამდე აღწევს. ბინადრობს მდინარეებისა და ტბების დაჭაობებულ სანაპიროებზე, მურყნიან-ლაქაშიან ჭაობებში. კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება როგორც მცენარეული, ისე ცხოველური საკვებით. შობს 4-6, იშვიათად 1-12 ნაშიერს. აქვს ძვირფასი ბეწვი, იყენებენ ხორცსაც (გემოთი კურდღლისას წააგავს).
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 3139 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 37 38 39 40 41 ... 46 47 »
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი