ოთხშაბათი, 24.04.2024, 05:40მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » ცხოველები

კეთილშობილი ირემი


კეთილშობილი ირემი, წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 240 სმ აღწევს, წონა 300 კგ. რქიანი მხოლოდ ხარია. აქვს გრძელი და წვრილი ფეხები, მოკლე კუდი, დიდი და ოვალური ყურები. ნუკრები ხალებიანი არიან, მოზრდილებს კი ხალები ნაკლებად ემჩნევათ. გავრცელებულია ევროპაში (გარდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილისა), მცირე, შუა, ცენტრალური და აღმოსავლე აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ სარტყელში. იკვებება მცენარეულობით. აქტიურია როგორც დღისით, ისე ღამით. დიდ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 1611 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ნუტრია


ნუტრია, ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. მისი მასა 12 კფ-ს აღწევს. აქვს მომრგვალო, გრძელვიბრისებიანი ცხვირი. უკანა კიდურების თითები აპკითაა შეერთებული. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელში. საქართველოში შემოყვანილია 1932 წელს და ამჟამად გვხვდება აფხაზეთიდან ქობულეთამდე, აღმოსავლეთით კი ზესტაფონის რაიონამდე აღწევს. ბინადრობს მდინარეებისა და ტბების დაჭაობებულ სანაპიროებზე, მურყნიან-ლაქაშიან ჭაობებში. კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება როგორც მცენარეული, ისე ცხოველური საკვებით. შობს 4-6, იშვიათად 1-12 ნაშიერს. აქვს ძვირფასი ბეწვი, იყენებენ ხორცსაც (გემოთი კურდღლისას წააგავს).
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 3131 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ქურციკი (ჯეირანი)


ქურციკი (ჯეირანი), ეკუთვნის ღრურქიანების ოჯახს. მოხდენილი ცხოველია წვრილი და მაღალი ფეხებით. სხეულის სიგრძე 95 105 სმ, თავი და ყურები შედარებით მცირე ზომისაა, კისერი წვრილია და გრძელი, რქების სიგრძე 30 სმ მხოლოდ მამრებს გააჩნია, მდედრებს ისინი სულ არ აქვთ არ იშვიათად. წონა 25-30 კგ. 
გავრცელებულია აღმოსავლეთ ამიერკავკასია, ერაყი, ირანი, ავღანეთი, შუა აზია, სამხრეთ ყაზახეთი, ჯუ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 2004 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

თეთრყელა კვერნა


თეთრყელა კვერნა ეკუთვნის კვერნისებრთა ოჯახს. სხეულის სიგრძე 45 -55 სმ, კუდისა 25-30 სმ. სხეულის ზომისა და წონის მიხედვით მდედრები ჩამორჩებიან მამრებს. ბეწვის შეფერილობა ზურგის მხარეს მუქი- მურაა, მუცელზე-რამდენადმე უფრო ნათელია. ყელზე დიდი თეთრი ლაქაა, რომელიც გადადის გულმკერდსა და წინაკიდურებზე. თათების ლანჩა ბალნებით სუსტადაა დაფარული. თითქმის ბალიშები შიშველია და ამ ნიშანთვისებით შესაძლებელია ცხოველის ნაკვალევის გამოცნობა. 
გაცრცელება: სამხრეთი და შუა ევრ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 2472 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ნიამორი


ნიამორი ეკუთვნის ღრურქიანების ოჯახსა და ირმების ქვეოჯახს. უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე სხვა სახეობების თხები. მამრების სხეულის სიგრძე 150 სმ-მდეა, სიმაღლე მინდაოში 80-95 სმ. სხეულის წონა იშვიათად აღემატება 40 კგ-ს. მდედრები ჩამოუვარდებიან მამრებს როგორც სხეულის ზომით, ისე წონითაც. მოზრდილ მამრს აქვს გაბრტყელებული შავი, ერთ სიბრტყეში რკალისებრად მოღუნული რქები. რქების სიგრძე ხშირად აღემატება 1 მ-ს. მდედრების რქების სიგრძე იშვიასთად აღემატება 40 სმ-ს. რწის წინა მხარეს წიბოს სახე აქვს და მასზე შესამჩნევია ბორცვები. მამრებს ახასიათებს გრძელი წვერი, სწორედ ამიტომ ნიამორს ზოგჯერ ეძახიან წვეროსან თხას. ბეწვის შეფერილობა ზაფხულობით ქარცია, ზურგზე გასდევს გასწვრივი მურა ზოლი, რომელის საყ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 1608 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ჯიქი


ჯიქი ეკუთვნის კატების ოჯახს. სხეული მოგრძო, მოხდენილი და მოქნილი,თავი მრგვალი, კუდი გრძელი, ფეხები ღონიერი და აღჭურვილი გრძელი ბრჭყალებით, რომლებიც იმალება თითების ბალიშში, ბეწვის შეფერილობის საერთო ფონი მოყვითალოა, მრავალრიცხოვანი შავი ლაქებით. სხეულის სიგრძე 100-180სმ, კუდის 110, სხეულის წონა 100 კგ-მდეა.
გავრცელება: აფრიკა, აზიის სამხრეთი ნაწილი, რამდენიმე ათეული წლის წინათ ბინადრობდა კავკასიაში, ამჟამად იშვიათად გვხვდება ამიერკავკასიაში. საქართველოში არსებობა საეჭვოა, შესაძლებელია , რომ გადარჩენილია სადმე დიდი კავკასიონის დაბურულ ტყეებში. ერთი ეგზემპლარი მოკლული იყო სამხრეთ ოსეთში 1950 წელს თბილისის მიდამოებში, საგურამოს ნაკრძალში, უფრო ადრე აღნიშნული იყო ჯიქის მოპოვების ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 1235 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ჩვეულებრივი ფოცხვერი

კავკასიური ფოცხვერი


ფოცხვერი


ფოცხვერი, ძუძუმწოვარი ცხოველი კატის გვარისა. მისი სხეულუს სიგრძეა 82-109 სმ, მასა 8-19 კგ (იშვიათად 32 კგ-მდე) აღწევს. აქვს ძლიერი, შედარებით გრძელი ფეხები, ძალზე ფართო თათები, მოკლე კუდი ყურების ბოლოებზე - გრძელი ფუნჯები, ფართო ქილვაშები. შეფერილობა სხვადასხვანაირია: ერთფერი (ჩალისფერი, წითური), ან ხალებიანი. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ, შუა და ნაწილობრივ წინა აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში.
ბინადრობს როგორც მთის, ისე ვაკის უღრან ტყეებში, ზოგჯერ იჭრება ტყე-ველში. იკვებება ძუძუმწოვრები ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 3648 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ტყის კატა


ტყის კატა ეკუთვნის კატების ოჯახს. ძლიერ ჰგავს რუხი შეფერილობის შინაურ კატას და ამ უკანასკნელისგან ძალიან ძნელად გასარჩევია , თუმცა რამდენადმე უფრო დიდია და აქვს გრძელი კუდი გრძელი ბეწვებით. კუდის სიგრძე თითქმის სხეულის სიგრძის ტოლია. სხეულის სიგრძე 58-75სმ, წონა 4-5 კგ.
გავრცელება: დასავლეთ ევროპა, მცირე აზია, მოლდავეთი, სამხრეთ უკრაინა, კარპატები, კავკასია. საქართველოში გვხვდება ბევრ ადგილას მთავარი კავკასიონის სამხრეთ ტყიან კალთებზე და მის განშტოებებზე, მცირე კა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 2427 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ლელიანის კატა


ლელიანის კატა ეკუთვნის კატების ოჯახს. სხვა კატებთან შედარებით უფრო დიდი ზომისაა. სხეულის სიგრძე 73-75 სმ, კუდი შედარებით მოკლეა, კუდის ბოლო ნახევარს ემჩნევა რგოლები. ბეწვის შეფერილობა თითქმის ერთფეროვანია-ყვითელი. სხეულის წონა 16 კგ. საქართველოში გხვდება ძირითად აღმოსავლეთ რაინობში.
გავრცელებულია მცირე აზიაში, წინა აზია, შუა აზია, აფრიკის საკმაოდ დიდი ნაწილი, აღმოსავლეთი ამიერკავკასია. საქართველოში გვხვდება მხოლოდ მის აღმოსავლეთ რაიონებში, მდინარეთა: ალაზნის, ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 1545 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ზოლებიანი აფთარი


ზოლებიანი აფთარი ეკუთვნის აფთრების ოჯახს. სხეული მასიურია, თავი შედარებით დიდი, კისერი მოკლე. ფეხები მოღუნული, წინა ფეხები უფრო გრძელი ვიდრე უკანა, ამის გამო ზურგი მკვეთრად არის დახრილი უკანისაკენ. სხეულის სიგრძე 110-130სმ. კუდისა 30-45სმ, ყურის 12-13სმ. ბეწვები გრძელია და უხეში, ხერხემლის გასწვრივ შავი ფაფარია, რომელის გრძელი უხეში ბეწვებისგან შედგება. გვერდებზე შავი, ზოგჯერ წყვეტილი განივი ზოლებით. საქართველოს ტერიტორიაზე ერთეული ეგზემპლარების სახით გხვდება. ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 1700 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 »
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი