ხუთშაბათი, 18.04.2024, 07:44მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » ცხოველები

გარეული ღორი


გარეული ღორი, ღორების ოჯახის ტიპიური წარმომადგენელია. საქართველოში ბინადრობს ქვესახეობა-კავკასიური გარეული ღორი.
აღწერილობა: სხეული მოკლეა მასიური დიდთავიანი:დინგი გრძელი, კისერი მოკლე. მამრების სხეულის სიგრძე 200 სმ-მდეა, სიმაღლე 124სმ, წონა 300 კგ-მდეა .მდედრები მამრებზე უფრო პატარაა, სხეულის სიგრძეა 180 სმ-მდე, სიმაღლე 100 სმ-მდე, წონა 200კგ-ს აღწევს. სხეული დაფარულია უხეში ჯაგრისით, შეფერილობა მორუხო-მურაა, გოჭებს აქვთ ბაცი-მურა შეფერადება და გასწვრივი ნათე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 2197 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

არხარი


არხარი, არგალი, არკალი, კაჩკარი, გარეული ცხვარი. ბინადრობს შუა და ცენტრალურ აზიაში. განარჩევენ რამდენიმე გეოგრაფიულ რასას, რომლებიც განსხვავდებიან ზომით, რქების ფორმითა და მატყლის ფერით. ზოგი მათგანის წონა 200 კგ-მდეა. არხარის მაკეობა გრძელდება 5 თვე. გაზაფხულზე შობს ერთ (იშვიათად ორ) კრაცს. ძვირფასი სანადირო-სარეწაო ობიექტია. მერინოსთან არხარის ჰიბრიდაციით ყაზახეთში მიღებულია დიდი ზომისა და მთამაღლის საარსებო პირობებთან კარგად შეგუებული შინაური ცხვრის მაღალპროდუქტული ჯიში-არხარმერინოსი.
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 1246 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

წავი


წავი ეკუთვნის კვერნისებთა ოჯახს. სხეულის სიგრძე 75სმ-მდეა, კუდის 50სმ, წონა 10კგ-მდე. სხეულის შეფერილობა ზედა მხარეზე მუქი ყავისფერია, წვედა მხარეზე მოვერცხლისფრო-თეთრი, თივთიკი ნაზი, ძალიან ხშირი და წყლით არ სველდება.
გავრცელება ევროპა, აზია, ჩრდილო ამერიკა. საქართველოში გვხვდება ერთეული ეგზემპლიარების სახით თითქმის ყველგან, შავი ზღვის სანაპიროდან მთის მდინარეების სათავეებამდე ზღვის დონიდან 2300მ სიმაღლემდე.
ბინადრობს ტყის ზონის მდინარეებისა და ზოგჯერ ტბების ნაპირებზე. უფრო ეტანება სწრაფ მდინარეებს, შვეული კლდოვანი ნაპირებით, მორევებითა და ჩქერებით. წავი საუკეთესოდ ცურავს და ყვინთავს, მიწაზე სწრაფი სიარული არ შეუძლია, რადგან მუცელი ეხება მიწას, ამიტომ ერთი წყალსატევიდან მ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 3139 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ენოტისებრი ძაღლი


ენოტისებრი ძაღლი ეკუთვნის ძაღლების ოჯახს. საშუალო სიდიდის მხეცია.სხეულის სიგრძე 65-80 სმ,კუდისა 15-25სმ, თავი შედარებით პატარაა, დინგი წამახვილებულია, ყურები პატარა, სხეულის წონა 4-10კგ, ბეწვი გრძელი და ხშირი, საკმაოდ უხეში. ბეწვის შეფერილობა ჭუჭყისფერი რუხი, ზურგზე მუქი გასწვრივი ზოლია. მკერდი და ფეხები შავი, მუცელი მოყვითალო რუხი, თვალებსა და ყბებს შუა შავი ხალები.
გავრცელებულია შორეული აღმოსავლეთში, მანჯურია, ჩინეთი, კორეა, იაპონია. აკლიმატიზებულია ყოფილ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 1437 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ევროპული წაულა


ევროპული წაულა ეკუთვნის კვერნისებრთა ოჯახს. სხეული წაგრძელებულია და მოკლე. სხეულის სიგრძე 28-40 სმ, კუდის 12-18 სმ. ბეწვი მოკლე, ხშირი თივთიკით. შეფერილობა მუქი ყავისფერი, ტუჩებზე თეთრი ლაქა, თათების ლანჩები შიშველია. 
გავრცელება შუა და აღმოსავლეთი ევროპა, ჩრდილოეთი კავკასია, დასავლეთ ციმბირის სამხრეთი ნაწილი. საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ აფხაზეთშია, მდინარეების ფსოუს, ბზიფისა და გუმისტის ხეობებში სადაც ბინადრობს წაულას კავკასიური ქვესახეობა.
ადგილსამყოფ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 1762 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ამერიკული წაულა


ამერიკული წაულა ეკუთვნის კვერნისებრთა ოჯახს. სხეულის სიგრძე 31-45 სმ, კუდის 15-25 სმ. მდედრები უფრო მცირე ზომისაა ვიდრე მამრები. შეფერილობა მუქი მურაა, ქვედა ტუჩზე აქვს თეთრი ლაქა, ზოგიერთ ეგზემპლარს თეთრი ლაქები აქვს მკერდზე და მუცელზე. 
გავრცელებულია ჩრდილო ამერიკაში. აკლიმატიზებულია სხვადასხვა ქვეყანაში. შემოყვანილია ყოფილ სსრ კავშირში მხეცსაშენ ფერმებში გასამრავლებლად. ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში 1933 წლიდან 1942 წლამდე გაშვებული იყო 3700 წაულა ,კ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 1591 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

ჭრელტყავა


ჭრელტყავა ეკუთვნის კვერნისებრთა ოჯახს. სხეული წაგრძელებულია გრძელი ფუნთუშა კუდით. სხეულის სიგრძე 27 -35 სმ, კუდისა 12 -18 სმ. ყურები დიდია და თავისი თეთრი შეფერილობის გამო მკაფიოდ მოჩანან სხეულის საერთო ფონზე. ბეწვი მოკლეა. ბეწვის შეფერილობა ძალიან ჭრელია და ცვალებადია. ზურგზე ის მოყვითალო-ოქროსფერია უსწორო ფორმის რუხი ლაქებით, კისრის ქვედა მხარეზე და მუცელზე მოყავისფრო- რუხია. 
გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, წინა, მცირე, შუა აზია. საქართველოში აღმოსავლეთი რაინებისა და ჯავახეთის ზეგანის ტერიტორიაზე.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს ველებზე, ნახევრასუდბნოებსა და უდაბნოებში, სადაც იკავებს ღია სივრცეებს, მაგრამ ზოგჯერ- ბუჩქნარებში, ნაგებობათა ნანგრევებში, ქვის ყორეებში. გვხვდ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 1565 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

კავკასიური დომბა


კავკასიური დომბა დიდი ტანისაა, მისი სიგრძე ზოგჯერ 3 მეტრს და მეტსაც აღწევს, სიმაღლე კი 2 მეტრამდეა, მამრი დომბა საშუალოდ 1 ტონამდე იწონის. შემოსილია გრძელი წაბლისფერი ბეწვით; წვერი შავი, ხოლო მკერდზე ჩამოშვებული ფაფარი ღია წაბლისფერი აქვს.
დომბას საკვებია უმთავრესად ფოთლოვანი ტყის მცენარეები და ბალახი, ეტანება მაყვლის ბუჩქებს და ყველა დანარჩენი შინაური და გარეული ცხოველებისაგან განსხვავებით, ხშირად გვიმრასაც ჭამს. ზამთარში ეტანება აგრეთვე ხის ქერქსა და ტოტე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 1990 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

მურა დათვი


მურა დათვი ეკუთვნის დათვების ოჯახს, საქართველოში გვხვდება ორი სახეობა: კავკასიური მურა დათვი და სირიული მურა დათვი. სხეული მასიურია, სიგრძით 2 მეტრია, წონა 300 კგ. თავი განიერია, კისერი მსხვილი და მოკლე, ყურები შედარებით პატარაა დამგრვალებული, თვალები პატარა, კუდი მოკლე, ფეხები ძლიერია და მასიური. ხუთთითიანია და აღწერილია მუქი ყავისფერი მოღუნული ბრჭყალებით, ბეწვის შეფერილობა მურა-ყავისფერია. სირიული ქვესახეობა ხასიათდება სხეულის უფრო ბაცი, მოყვითალო შეფერილობით და ღ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 6432 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (0)

შველი


შველი ირმების ოჯახის წარმომადგენელია. სხეულის სიგრძე 114-125 სმ, სიმაღლე 72-80 სმ, წონა 20-30 კგ. მდედრი მამრზე ნაკლები ზომისაა, მაგრამ გამოირჩევა შედარებით უფრო გრძელი სხეულით. რქები სიგრძით 20-28 სმ, გააჩნია მხოლოდ მამრებს. რქები ყოველწლიურად სცვივა ნოემბერ-დეკემბერში და მათ ნაცვლად ახალი რქები ამოსდით, რომლებიც ზრდას ამთავრებენ მომდევნო წლის ივნისისათვის. იმავე დროს მთავრდება საგაზაფხულო განგურიც, რომლის შედეგადაც ბეწვის შეფერილობა ხდება მოწითალო. საშემოდგომო განგური მთავრდება ოქტომბრის ბოლოს და ზამთრობით ბეწვი ხდება რუხი.
გავრცელებულია, შუა და სამხრეთ ევროპაში, კავკასია, მცირე, წინა, შუა, ცენტრალურ აზიაში, შორეული აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება ძირითადად მთის ტყეების ზ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცხოველები | ნანახია: 4308 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (8)

« 1 2 3 4 »
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი